ვაზისუბნის დასახლებას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 14:30 | 01.04.2016
ნანახია: 1495

დღეს, 1 აპრილს, ვაზისუბნის დასახლებას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება, ამის შესახებ "პრაიმნიუსჯორჯიას" კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" განუცხადეს. 

"აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის", ვაზისუბანი 2-ის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტრო ენერგიის მიწოდება. რის გამოც დღეს, 1 აპრილს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის დასახლებას", - აცხადებენ წყლის კომპანიაში.

წყალმომარაგება საღამოს 20:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.



სამართალი