ნაქალაქევში ხანძარს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 01.04.2016
ნანახია: 1656

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში ხანძრის შედეგად წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სახლის სახურავზე, ბავშვის ოთახის მაღლა გაჩნდა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრებმა ის ოთახში მდებარე კარადაში დამწვარი იპოვეს. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე