2015 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 0,7 პროცენტით გაიზარდა და 49 121 შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 31.03.2016
ნანახია: 1476

2015 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 0,7 პროცენტით გაიზარდა და 49 121 შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა სქესობრივ-ასაკობრივმა სტუქტურამ განიცადა მცირეოდენი ცვლილება. ყველაზე დიდი პროცენტული მატება დაფიქსირდა 65-69 და 85 და მეტი წლის ასაკობრივ ჯგუფებში, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ყველაზე დიდი პროცენტული კლება კი ორივე სქესისათვის დაფიქსირდა 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2015 წელს 8,6 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,9 პუნქტით ნაკლებია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1 000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელთან შედარებით 0,7 პუნქტით შემცირდა და 10,2 პრომილე შეადგინა.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე