ფეიქრების ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 17:17 | 30.03.2016
ნანახია: 1537

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა ფეიქრების ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფეიქრების ქუჩაზე ჰიგიენური საშუალებების საწყობი იწვოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე