ყოფილი პოლიციელი ხელმძღვანელობას ფიზიკური შეურცხყოფის მიყენებასა და დევნაში ადანაშაულებს
საქართველო, თბილისი - 12:03 | 02.10.2015 ნანახია: 8096
ყოფილი პოლიციელი ხელმძღვანელობას ფიზიკური შეურცხყოფის მიყენებასა და დევნაში ადანაშაულებს
საპტრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვაშა წიკლაური ხელმძღვანელობას ფიზიკური შეურცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” საუბარში წიკლაური ჰყვება, მიმდინრე წლის 15 აპრილს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ეკიპაჟი 220, გამოიძახა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ხუზა ჭანტურიამ და მას და მის მეწყვილეს დავალება მისცა ვაკეში, თამარაშვილის კვეთაზე დამდგარიყვნენ გზაჯვარედინზე და მოძრაობა დაერეგულირებინათ.
”როდესაც ადგილზე მივედით მე და ჩემი მეწყვილე, დავიწყეთ დავალების შერულება. ადგილზე დაგვხვდნენ ხუზა ჭანტურია, ოცმეთაური ლაშა ბრეგვაძე და ოცმეთაურის მეწყვილე მიხეილ მჭდელიძე. დაახლოებით 4 წუთის შემდეგ ჩემს მეწყვილეს დაუძახა ლაშა ბრეგავძემ და რამდენიმე წუთი ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მე დამიძახეს. მისვლისთანავე დამიწყეს ქუჩურად საქმის გარჩევა. მეუბნებოდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს და მემუქრებოდნენ - ”შენ ბიჭო, იცი რას გიზამთ”... და ასე შემდეგ. მედავებოდნენ ორიკვირისწინანდელ ფაქტზე, თითქოს, რაციის ხარვეზი ზედმგომს არ შევატყობინე, რაც ტყუილია. არსებობს ამის ჩანაწერიც. მე მივხვდი მათ განზრახვას, რომ ავღელვებულიყავი და ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმეყენებინა, ან ფიზიკური. სიტყვიერი შეურაცხყოფით რომ ვერ გამომიყვანეს მდგომარეობიდან, შემდეგ ჩემსკენ გამოიწია ლაშა ბრეგვაძე და ხელი მკრა. ამის შემდეგ იგივე გააკეთეს ხუზა ჭანტურიამ და მიხეილ მჭედლიძემ. ეს ყველაფერი ხდება შუა ქუჩაში. ეს ყველაფერი კამერამ დააფიქსირა. მე საქმის კურსში ჩავაყენე ასმეთაური გიორგი მესხი, რომელმაც დეპარტამენტში დამიბარა. როცა მივედი მომთხოვეს სამხრე კამერისა და ტელეფონის დატოვება და კაბინეტში ისე შევულიყავი. ასეც მოვიქეცი. კაბინეტში დამხვდნენ -ერთ-ერთ სამმართველოს უფროსი კახაბერ ფოჩხუა, ზურაბ რუხაზე, შალვა კილასონია და ჩემი ოცმეთტაური ლაშა ბრეგვაძე, მეწყვილე მიხეილ მჭედლიძესთან ერთად. მე ფოჩხუას ის მოვუყევი რაც მოხდა და მითხრა, რომ ვტყუოდი. მე ვუპასუხე რომ ჩემი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მან კი მითხრა რომ აუცილებლად დავისჯებოდი. ჩემს შემდეგ შეიყვანეს ჩემი მეწყვილე და დაიწყეს ზეწოლა. ძირითადად, კახა ფოჩხუამ. ჩემს მეწყვილეს ეუბნებოდნენ თუ არ იტყოდა რომ ლაშა წიკლაური იწევდა ოცმეთაურზე საცემად, მას წინვლის პერსპექტივა არ ექნებოდა. ეს მეც მესმოდა და რომ გამოვიდა ჩემი მეწყვილე მანაც დამიდასტურა. ამის შემდეგ დავრეკე გენინსპექციის ცხელ ხაზზე. მივედი, ახნსა-განმარტებაც მივეცი. მოკვლევის შემდეგ 19 მაისს ბრძანება გამოიცა ჩემი გათავისუფლების შესახებ და 20 მაისიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არ ვირიცხებოდი. მე მაქვს მტკიცებულებები და ჩანაწერები, რომ მე ვასრულებდი სამსახურობრივ მოვალეობას 24 მაისის ჩათვლით და ჩემთვის არავის უთქვამს რომ გათავისუფლებული ვიყავი. სრული ეკიპირებით ვასრულებდი სამუშაოს. ეს დანაშაულია”, - ჰყვება ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” ვაჟა წიკლაური.
ამის შემდეგ როგორც წიკლაური ამბობს, სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოსამზადებელი სხდომა 2 ნოემბერსაა ჩანიშული.
”ამი შემდეგ 17 ივლისს, მე სამინისტროსთან ვატარებდი მშვიდობიან აქციას და დამაკავეს უკანონოდ. გადავდიოდი ე.წ. ზებრაზე და საქმეში ჩამიწერეს რომ მე ქვეითთა გადასვლის წესები დავარღვიე. ეს ადასტურებს რომ დევნაა. ამის ჩანაწერიც არსებობს. მაკავებენ, მადებენ ხელბორიკლს უკუღმა. გადამიყვანეს სასამართლოში სადაც მე შეუძლოდ გავხდი, მოვითხოვე ექსერტიზა, რაც უპასუხოდ დარჩა და არ შეასრულეს. სასმართლოზე მათ ვერ წარადგინეს ვერანაირი მტკიცებულება. მოსამართლემ ჰკითხა რის საფუძველზე დამაკავეს და მოითხოვა ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგაც მოსამართლემ დარღვევისა და დანაშაულის არარსებობის გამო საქმე შეწყვიტა. მე სასმართლოს დარბაზიდან გამათავისუფლეს. უკანონო დაკავების გამო არავინ დასჯილა”, - აცხადებს წიკლაური.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















