გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 21.07.2026
ნანახია: 36

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის დარბაზიდან გათავისუფლდა.

თელავში, ქორწილში მომხდარ დაპირისპირების გამო ბრალდებულ გიორგი ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

პროკურატურამ ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 - ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენა.

ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე