აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

საქართველო, თბილისი - 09:41 | 14.07.2026
ნანახია: 40

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო ოპერაცია დაასრულა და სამხედრო ობიექტებს ქვეყნის ექვს ქალაქში დაარტყა.

ამის შესახებ ინფორმაცია CENTCOM-მა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა .

„CENTCOM-მა ირანის წინააღმდეგ იერიშების ბოლო ტალღა 13 ივლისს, აღმოსავლეთის დროით 22:15 საათზე დაასრულა. ხუთსაათიანი ოპერაციის ფარგლებში ამერიკულმა ძალებმა წარმატებით მიიტანეს დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის ბუშერში, ჩაბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ-მუსასა და ბენდერ-აბასში,“ - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის იერიშები მიიტანეს სანაპირო თავდაცვის სისტემებზე, სარაკეტო დანადგარებზე, უპილოტო ავიაციის ინფრასტრუქტურასა და საზღვაო საშუალებებზე, რათა შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა, რეგიონში კომერციულ გემებზე თავდასხმები განეხორციელებინა.

CENTCOM-ის ცნობით, ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 50 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც რეგიონში საბრძოლო მზადყოფნას უზრუნველყოფენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე