„ნარჩენების მართვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:20 | 29.03.2016
ნანახია: 1345

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ არასმთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოსდაცვით მმართველებს  „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი წარუდგინა.

ახალი კანონროექტის  მიზანი - ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დამატება, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული ნორმების დახვეწაა.

აჯარო განხილვა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა, რომელიც  ინტერაქტიულ რეჟიმში  2 საათის განმავლობაში  გაგრძელდა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე