გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი სრეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 29.03.2016
ნანახია: 1398

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან და  თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში არსებული აქტუალური საკითხები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. შეხვერდა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე