სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ხანძრის შედეგად დამწვარი სტამბა ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ დაათვალიერეს

საქართველო, თბილისი - 15:39 | 26.03.2016
ნანახია: 1452

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ხანძრის შედეგად დამწვარი სტამბა დღეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და თბილისი მერმა, დავით ნარმანიამ დაათვალიერეს.

მიღებული გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის და წარადგენს შესაბამის ხარჯთაღრიცხვას დაზიანებული ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის.

როგორც აღინიშნა, ზარალის მოცულობის დადგენის შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თანხები გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„თბილსერვის ჯგუფმა“ აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა.
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე