საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 22:00 | 25.03.2016
ნანახია: 1556

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტის და ილია მეორის საუბარი საპატრიარქოში შედგა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე