გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა
საქართველო, თბილისი - 16:09 | 25.03.2016 ნანახია: 2509
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.
„ჩვენ ვართ იმ ადამიანების სკოლაში, რომლებზეც ბრძოლის და სირთულეების მთავარი ტვირთი გადადის. თქვენ იმ ტრადიციების გამგრძელებლები ხართ, რომლითაც დღემდე მოვიდა ჩვენი სამშობლო. თქვენი წინაპრების და თქვენნაირი ადამიანების მეშვეობით შევძელით ძალიან მცირე ერმა შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი, ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოში შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე. თქვენი მუშაობით და მოწოდებით ჩვენს ოჯახებს მშვიდად ძინავთ. თქვენი ყოველდღიური გმირობის შედეგად ურთულეს ვითარებაში ვახერხებთ დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ ქვეყნად. ნიშანდლობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელს უკავშირდება. ადამიანის, რომელმაც თავისი სიმამაცით სიკვდილი დაამარცხა. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში. მთელი საქართველოს მოსახლეობის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამსახურისთვის. იმედი მაქვს, თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ყველაფერი ეს მოხდება მშვიდობიანად,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღესვე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ახალი მეთაური წარადგინეს. ვიცე-პოლკოვნიკ რომან ქავთარაძეს სასწავლებლის საბრძოლო დროშა ცენტრის ყოფილმა მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ გადააბარა.
„გულწრფელად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყოფილ ხელმძღვანელს. ის ერთ-ერთი საუკეთესო მეთაური იყო. ლაშა დავითაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად და კიდევ უფრო მეტი ცოდნით დაუბრუნდება შეიარაღებულ ძალებს და ქვეყანას. მინდა მივესალმო ახალ მეთაურს. იმედი მაქვს ის ისეთივე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას როგორც ამას, მისი წინამორბედი ახერხებდა. სერჟანტთა სკოლას ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. დაგეგმილია უფრო მეტი რაოდენობის კურსანტების გამოშვება და სწორედ ამ მიზნით საკლასო სივრცის გასაფართოებლად დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. განათლება თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ სკოლაში მიმდინარე სამუშაოები ამას კიდევ ერთხელ ამკიცებს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სერჟანტთა მომზადების ცენტრში ასევე გაიმართა სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო დისტანციური კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გადასცეს.
სასწავლო კურსი 2015 წლის 28 სექტემბერს დაიწყო და 27 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებში მოსამსახურე სერჟანტებმა სრული სპექტრის ოპერაციები (თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სტაბილურობის ოპერაციები და სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციები), ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზება, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესები, ლოგისტიკა და პერსონალის მართვა შეისწავლეს.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა. 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















