2017 წლის 1-ელი იანვრიდან „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
საქართველო, თბილისი - 16:01 | 25.03.2016 ნანახია: 1729
2017 წლის 1 იანვრიდან „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ტექნიკური რეგლამენტის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ასევე თბილისის მერიის, სასწავლო დაწესებულებების, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, დეველოპერები და არქიტექტორები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ტექნიკური რეგლამენტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დღეისთვის საქართველოში შენობა–ნაგებობების დაგეგმარებისა და მშენებლობისთვის, მეტწილად ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნორმები და წესები გამოიყენება, რაც ხშირ შემთხვევაში მოძველებულია, ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სათანადო უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ შემუშავდა „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები, რომელიც შენობა-ნაგებობის საერთაშორისო კოდის (IBC) საფუძველზე (USAID, „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)“ - ფარგლებში) შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ითვალისწინებს.
„შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ მიზანია შექმნას მინიმალური მოთხოვნები საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრეებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებების დროს.
შენობა-ნაგებობის დაგეგმარების, მშენებლობის და მოვლა-პატრონობის ტექნიკური რეგულირებისათვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ საბჭოთა დროინდელი ნორმებისა და წესების, ასევე სხვა ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტების დიდწილად ჩანაცვლების შესაძლებლობას შექმნის. ქართულ ენაზე არსებული საქართველოს ტექნიკური რეგლამენტი არქიტექტორების, ინჟინრების, ნებართვის გამცემი/ზედამხედველი ადმინისტრაციული ორგანოებისა და ექსპერტების საქმიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით არის დამტკიცებული.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















