საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების ახალი ეტაპი დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:23 | 24.03.2016 ნანახია: 2585
დღეს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში წარმატებულ კანდიდატებს შეხვდნენ, კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 2015 წლის ბოლოს გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა 1364-მა მსურველმა მიიღო. სამეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად 62 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. სტაჟიორებმა გაიარეს ტესტირებები სპეციალობასა და ზოგად უნარებში, ბოლო ეტაპი კი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან გასაუბრება იყო.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კვალიფიციური კადრების მოზიდვა და განვითარება წარმოადგენს. კანდიდატთა შერჩევა მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე მოხდა. კანდიდატები სტაჟირების პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან. მათი ინტენსიური გადამზადების კურსი მიმდინარე წლის 28 მარტიდან დაიწყება და თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო გამოსვლებისა და სხვა მნიშვნელოვან პროფესიულ თემებთან დაკავშირებით. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში განაწილდებიან და ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
საქართველოს მთავარი პროკურატურა სტაჟირების კონკურსს პერიოდულად აცხადებს, რაც დაინტერესებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. დღეის მდგომარეობით, პროკურატურის ორგანოებში დასაქმებული 452 პროკურორიდან - 230, ხოლო 93 გამომძიებლიდან - 47 სტაჟირებაგავლილი პირია. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირებით დაიწყეს კარიერა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, მთავარი პროკურორის მოადგილემ, დეპარტამენტის უფროსებმა და მათმა მოადგილეებმა, სამმართველოს უფროსებმა, საოლქო და რაიონულმა პროკურორებმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















