ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება

საქართველო, თბილისი - 15:16 | 24.03.2016
ნანახია: 1555

ჩუღურეთისრაიონში, ლამისა და მეუნარგიას ქუჩის მცხოვრებლები ახალი, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს დასრულებულ პროექტს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ჩუღურეთის რაიონში საგზაო სამუშაოები გეგმა -გრაფიკით მიმდინარეობს. გზების მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ჩიხი, მათ შორის ისეთი ადგილები, სადაც ათწლეულების მანძილზე საგზაო სამუშაოები არ ჩატარებულა”, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ .

აღნიშნული მისამართზე 1000 კვ. მეტრზე მოხდა ამორტიზირებული ქვის დემონტაჟი,  რის შემდეგაც ბაზალტისძელაკებით მოეწყო ქვაფენილი.

ამჟამად, ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები ვერხანისა და მიჩურინის ქუჩებზე მიმდინარეობს. ეწყობა გამაგრების ზოლის ყალიბები, რის შემდეგაც ქვაფენილი 1000 კვ. მეტრზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე