ვაკის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 24.03.2016
ნანახია: 1480

ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დღეს ბაგების I კორპუსთან იმყოფებოდა. გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ცხრასართულიან კორპუსს რამდენიმე ტიპის სამუშაო ჩაუტარდა.გამოიცვალა და შეკეთდა დაზიანებული სახურავი. ასევე, ამოივსო კორპუსის კედლების ნაპრალები. მოსახლეობის თქმით, კედლებში არსებული ნაპრალების გამო საცხოვრებელ ბინებში მუდმივად სინესტე იყო.ამჟამად კორპუსის სამივე სადარბაზოში ლიფტების სარემონტო სამუშაოები იწყება.

„ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მართლაც იძლევა შესაძლებლობას, რეალურად გაუუმჯობესდეს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები. ამ კორპუსის სახურავი მთლიანად გამოვცვალეთ, რადგან წვიმის დროს წყალი ჩადიოდა ბინებში, ახლა უკვე მოძველებული ლიფტების კაპიტალური შეკეთება იწყება”, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძე,.

ამ დროისთვის ვაკის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 130 მისამართზე მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე