ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეუწყდება

საქართველო, თბილისი - 13:19 | 24.03.2016
ნანახია: 1642

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის შემოერთებულ საზღვრებში, წავკისის სატუმბო სადგურისა და რეზერვუარების მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით,  წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

შეიცვლება არსებული  და მოეწყობა ახალი, უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი ურდულები, სულ 11 ერთეული.აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 25 მარტის დილის 11:00 საათიდან,  26 მარტის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: წყენთის, ახალდაბის, კოჯრის, კიკეთის, ტაბახმელას, შინდისის, წავკისის და წავკისის ველის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება, მოკლე დროში დაასრულოს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე