დავით საგანელიძე ძიანგსის პროვინციაში საქმიან შეხედრებს მართავს
საქართველო, თბილისი - 14:20 | 22.03.2016 ნანახია: 1826
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ფონდის დელეგაცია ჰონგ კონგში გამართული საქმიანი შეხვედრების შემდეგ ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციაში აგრძელებს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს პროვინციის გუბერნატორისა და ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების მიწვევით მართავს.
ფონდის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ძიანსის პოვინციის გუბერნატორს ლუ სინ შ-ს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს და ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პრსპექტივებს ეხება. ოფიციალური დოკუმენტი საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის ეკონომიკურ დეპარტამენტს შორის გაფორმდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს.
ძიანგსისპროვნციაში, სადაც 42.200.000 ადამიანი ცხოვრობს ფონდის მენეჯმენტმა ორი ქალაქი მოინახულა. შეხვედრები გაიმართა პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგისა და სიდიდით მეორე ქალაქ ძიუძიაგნის მერებთან. საუბარი შეეხო თბილისსა და ძიანგძის პროვინციის ქალაქებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
ქალაქ ძიუძიანგშისაპარნიორო ფონდის დელეგაციამ ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე დიდი ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის 60 %-ს აკმაყოფილებს. ფონდის მენეჯმენტი ქალაქის მერთან ერთად ქარხნის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ანალოგიური ქარხნის საქართველოში მშენებლობის სამომავლო პერსპექტივას.
საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ძიანგსის პროვინციაში დაათვალიერა მშენებარე ქართული ღვინის სახლი, რომელსაც საპარტნიორო ფონდის პარტნიორი, ძიანგსისპროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია აშენებს. კომპანიის სამომავლო გეგმებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია შედის. ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია ქართული ღვინის სახლების მშენებლობას ჩინეთის რამდენიმე რეგიონში გეგმავს.
ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ბოაოს აზიურ ფორუმზე წარსდგება.. საერთშორისო ფორუმს მსოფლიოს ქვეყნების საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















