ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი

საქართველო, თბილისი - 13:16 | 22.03.2016
ნანახია: 1379

ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე