ირაკლი შოთაძე: თავდაცვის მინისტრის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობდა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 22.03.2016
ნანახია: 1699

საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების საქმეზე თავდაცვის მინისტრის დაკითხვის აუცილებლობა არ არსებობდა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

,,საგარეჯოს არჩევნების საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება. ვისი დაკითხვის აუცილებლობაც არსებობდა, დაიკითხა. შესაბამისად, ვინაიდან არ გამოვლინდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, საქმეზე გამოძიება შეწყდა. თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა“, - განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე