სამების ტაძარში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 18:20 | 21.03.2016
ნანახია: 1601

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს თბილსერვისი თბილისის მერის, დავით ნარმანიას დავალებით ახორციელებს.

დღეს დასუფთავების პროცესში ,,თბილსერვის ჯგუფის’’ 100-მდე სპეც თანამშრომელი მონაწილეობდა. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება.

სამების ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები 1200 კვ.მ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ტაძარში განთავსებულ სტამბას ხანძარი გუშინ გაუჩნდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე