თაღლითობა სუს-ის უფროსის მოადგილის სახელით - დაკავებულია ორი პირი
საქართველო, თბილისი - 17:13 | 21.03.2016 ნანახია: 2086
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ დუაძემ გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბეჟან დ-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც 2015 წლის ზაფხულში ბეჟან დ-სთან, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბეჟან დ-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. პარალელურად, ჯემალ დუაძე დაჟინებით ურჩევდა ბეჟან დ-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც მისი განმარტებით შემცირდა 30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით ჯემალ დუაძე ასევე დაუკავშირდა ბეჟან დ-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
2016 წლის 20 მარტს ჯემალ დუაძემ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯემალ დუაძე დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. კერძოდ, 2016 წლის 20 მარტს დაახლოებით 2 საათზე ჯემალ დუაძე ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ბექა დ-ს, წაიყვანა ის ქ. თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახვედრა გოგიტა დემეტრაშვილს, რომელსაც ჯემალ დუაძემ წინასწარ უქირავა „მერსედეს S-კლასის” მოდელის ავტომობილი. გოგიტა დემეტრაშვილმა ბექა დ-ს თავი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილად გააცნო და დაჰპირდა მისი პაპის ბეჟან დ-ს მიმართ თითქოსდა წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, აგრეთვე მომავალში ყოველგვარი პრობლემების მოგვარებას. ამის შემდეგ, იმავე დღეს ჯემალ დუაძემ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად, ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯემალ დუაძე და გოგიტა დემეტრაშვილი მოთხოვნილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე მიმდინაროებს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასა და ტექსტში აღნიშნული პირების იდენტიფიცირება მოვახდინეთ. შესაძლოა დაკავებული პირების მიერ სხვა დაზარალებული მოქალაქეები არსებობდნენ, რომლებიც მათ ამოცნობას შეძლებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















