აჭარა 106 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდება
საქართველო, თბილისი - 17:15 | 01.10.2015 ნანახია: 4132
რამდენიმე კვირაში „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში შევა და ქართული ციტრუსი ადგილობრივი ბაზრის გარდა უცხოურ ბაზარზეც გაიყიდება. მოხდება თუ არა ციტრუსის მოსავლის სუბსიდირება, მთავრობაში ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ, თუმცა გაზრდილი მოსავლიაონობის ფონზე „ნარინჯისფერი რთველის“ წარმატებით ჩატარების იმედი აქვთ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინიზტრი ზაურ ფუტკარაძე შესაძლო პრობლემებზეც საუბრობს, თუმც მიაჩნია, რომ გაწეული სამუშაოების ფონზე, ქართული მანდარინი გაუყიდავი არ დარჩება.
- როგორია თქვენი პროგნოზი, რა რაოდენობის ციტრუსის დაბინავება მოხდება წელს რეგიონში და ზოგადად როგორია მოსავალი?
- წელს ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით 2-ჯერ მეტი იქნება. აჭარაში სულ 105-106 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით, მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი 130-135 ათას ტონა ციტრუსის მოსავლის პროგნოზია.
აშშ-ს საელჩოს ეგიდით დაიწყო პროექტის განხორციელება, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც ციტრუსთან დაკავშირებით განხორციელდება. საუბარია მეთოდიკის შემუშავებაზე, მოსავლიანობის პროგნოზთან დაკავშირებით. ველოდებით მათ პროგნოზს, რათა მოხდეს ჩვენი პროგნოზების შედარება და შეჯერება.
- ამ ორ მეთოდოლოგიაში რა ძირითადი განსხვავებაა?
- სპეციალიტები უშუალოდ აშშ-დან არიან ჩამოსულები. ძალიან გვაინტერესებს მეთოდოლოგია, რომლითაც ჩვენ წლების განმავლობაში ვადგენდით და ვსაზღვრავდით მოსავლის პროგნოზს, რამდენად დაემთხვევა მათ პროგნოზს. ექსპერტები ამ მიმართულებით სულ 1 კვირაა რაც მუშაობენ. ჩვენი პროგნოზით რეგიონში ციტრუისის მოსავალი 106 ათაას ტონამდე იქნება.
- ბატონო ზაურ, თქვენ ბრძანეთ, რომ წელს „ნარინჯისფერი რთველზე“ 2-ჯერ მეტი მოსავლი იქნება, შესაბამისად გასაღების პრობლემა ხომ არ იქნება? ამ მიმართულებით თუ ხდება გეგმების დამუშავება? ბაზრები მოძიებულია?
- ბუნებრივია, როცა მოსავლიანობა 2-ჯერ მეტია, წინა წელთან შედარებით დგას საკითხი თუ როგორი იქნება პროდუქციის რეალიზაცია. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება უკრაინაში და რა ვითარებაა რუსეთში, ასევე თუ გავითვალისწინებთ ინფლაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ალბად სირთულეები იქნება. თუმცა გამომდინარე არსებული მდგომარებიდან წელს გვინდა, რომ შუა აზიის მიმართულებით გავაქტიურდეთ. რა თქმა აქტუალური იქნება ტრადიციული ბაზრები, მხედველობაში მაქვს უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი. შესაბამისად ჩვენი მიზანია, რომ სათანადოდ მოვამზადოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მხედველობაში მაქვს მიმღები პუნქტები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მიმდინარე სეზონზე ციტრუსის რეალიზაციას ხელს შეუწყობს არის ის, რომ ექსპლუატაციაში შევა რამდენიმე საწარმო, რომელიც ციტრუსის გასანთვლაზე იმუშავებს, რომელიც თავის მხრივ დაახლოებით ერთ თვეს გაზრდის რეალიზაციის ვადას. ეს და სხვა საკითხების მოგვარება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სეზონი წარმატებით ჩავატაროთ.
- შუა აზიის ბაზრისადმი ინტერესი, ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია თუ მათი მხრიდანაც გადმოიდგა სათანადო ნაბიჯები?
- ჩვენ ისეთი პირობა უნდა შევქმნათ ტუნდაც დაფასოებით, შეფუთვით, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომ დაინტერესდნენ შუა აზიის ქვეყნები. ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებითაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ „რთველის“ სეზონი იყოს წარმატებული.
- შარშან რამდენი ჩამბარებელი პუნქტი ემსახურებოდა მეციტრუსეებს და წელს თუ არის უკვე დაახლოებითი ნუსხვა ვინ რა მოცულობით ციტრუს მიირებს და გადაამუსავებს?
- ზუსტი ციფრის თქმა თუ გასულ წელს რამდენი საწარმო ემსახურებოდა გამიჭირდება, რადგანაც ზოგჯერ სტაციონალურად ხდებოდა დამუშავება. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ წელს უფრო მეტი საწარმო იმუშავებს, რადგანაც როგორც უკვე ავღნიშნე მიმდინარე სეზონისთვის რამდენიმე ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას.
- რაც შეეხება ფასს. ორჯერ მეტი მოსავალი უკვე საწყისშივე ხომ არ ნიშნავს იმას, რომ წელს ციტრუსის ფასი შარშანდელტან შედარებით ნაკლები იქნება. მით უმეტეს მახსოვს, რომ გასულ წელს ხარისხიანი მანდარინის ჩაბარება 70 თეთრის ფარგლებში შეიძლებოდა, ხოლო არასტანდარტულ მანდარინს კი 10 თეთრად იბარებდნენ.
- ჩვენ ამ შემთხვევაში და არამარტო ამ შემთხვევაში ფასის რეგულირებაში ვერ ჩავერევით. ყოველთვის ბაზარი და მოთხოვნა განსაზღვრავს ფასს. ფასის ჩამოყალიბებაში ჩვენ მონაწილეობას არ ვღებულობთ. ჩვენი მოვალეობაა ვუზრუველყოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პირობები, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით თუ კონკრეტულ ქვეყანას რა მოთხოვნები აქვს, რათა ჩვენი პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი.
- რაც შეეხება სუბსიდიას, წელს ციტრუსზე სუბსიდია იქნება?
- ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საუბარია არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებაზე, თუმცა ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია რამდენიმე დღეში გვეცოდინება.
- სუბსიდიისათვის საჭირო თანხა ზოგადად ბიუჯეტში დევს, თუ ამისათვის ტანხების მობილიზება სარეზერვო ფონდიდან მოხდება?
- არა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. უფრო კარგად თუ გეტყვით, გასულ წელს სუბსიდისათვის საჭირო თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ გამოყო. მიმდინარე წელს თუ კი სუბსიდიის საკითხი გადაწყვეტილება დადებითად, თანხაც შესაბამისი უწყებიდან იქნება გამოყოფილი.
"პრაიმ ნიუს ჯორჯია" ესაუბრა მაია არაბიძე
პოლიტიკა
- მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ნინო წილოსანი
- სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას, სადაც ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს - მთავრობა
- ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ალოგიკურია და კითხვის ნიშანს ბადებს აშშ-ის დისტანცირებული პოზიცია - ირაკლი კობახიძე
- ვერავინ საქართველოში მართალ სიტყვას ვერ ჩაახშობს, რადგან როგორც წყალი აუცილებლად იპოვის კალაპოტს, ისე სიმართლეც ყოველთვის იპოვის თავის გზას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
სამართალი
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
მსოფლიო
- შეერთებული შტატები ახალ, ხანგრძლივ კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს - ჯეი დი ვენსი
- ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რათა დაინახოს, როგორ სრულდება დიქტატურა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ირანში რომელიმე ბირთვული ობიექტი დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა - რაფაელ გროსი
- ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 3 ამერიკული ავიაგამანადგურებელი შეცდომით ჩამოაგდეს - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















