ხანძარი იეთიმ გურჯის ქუჩაზე - დამწვარია ირალიური ეზოს 3 სართულიანი სახლი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 21.03.2016
ნანახია: 3193

ხანძარია იეთიმ გურჯის ქუჩაზე - გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ ეზოს 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.

ადგილობრივების განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზიანდა გვერდით მდებარე სახლიც.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო სამსახურის ბრიგადა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე