როგორი ჩაცმის სტილით გააოცა სააკაშვილმა უკრაინელები?

საქართველო, თბილისი - 13:22 | 21.03.2016
ნანახია: 2126

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დნეპროპეტროვსკში ანტიკორუფციული ფორუმის მონაწილეები თავისი ჩაცმის სტილით გააოცა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების წინაშე უჩვეულოდ წარდგა. მას შარვლის ერთი ტოტის ბოლო წინდაში ჰქონდა ჩატანებული. სააკაშვილის ფოტო Instagram-სა Facebook-ში ფორუმის მონაწილემ დიმიტრი იანოვსკიმ გაავრცელა.

სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერდნენ, რომ სააკაშვილი ფორუმზე სავარაუდოდ ველოსიპედით მივიდა.

მიხეილ სააკაშვილის ჩაცმულობამ უკრაინელები ბევრჯერ გააოცა. ოდესის გუბერნატორს ხშირად აცვია პატარა ზომის პიჯაკები, რაც სოციალურ ქსელში განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე