შს სამინისტროს „BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა მადლობა გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 21.03.2016
ნანახია: 1565

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, „BP-საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა მადლობა გადაუხადა. „BP-საქართველო“-ს წარმომადგენელმა სტრატეგიული მილსადენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელები სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორს ზურაბ ჭაბაშვილს, მის მოადგილეებს და დეპარტამენტის 19 თანამშრომელს გადასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს „BP-საქართველო“-ს წარმომადგენლობასთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე