ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 18.03.2016
ნანახია: 1654

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ ინგა ჩატოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. 

პროცესის დაწყებამდე ზურაბ ჯამალაშვილის ცოლმა თეა ჯამალაშვილმა სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა ინგა ჩატოიანისთვის. ის ამბობდა, რომ ჩატოიანი თაღლითია და ფულის სანაცვლოდ ჩაუშვა მისი ქმარი. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჩატოიანსა და ჯამალაშვილს შორის ადგილი ჰქონდა პროცესის დასრულების შემდეგაც. 

პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის დევნა. ჩატოიანის გარდა დანარჩენი ოთხი დაკავებულია. პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე