თბილისში ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 18.03.2016
ნანახია: 1497

ხანძრის შედეგად 85 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში ოცხელების ქუჩის 25 ნომერში მოხდა. 

მეზობლების განცხადებით, მათ კვამლი შენიშნეს და საცხოვრებელი ბინის კარის შემტვრევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგადაც სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. 

მათივე თქმით, გარდაცვლილი ქალბატონი მარტოხელა იყო. მეზობლების განცხადებით, ხანძარი ანთებულმა სანთელმა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე