ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 16:47 | 17.03.2016
ნანახია: 1395

ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. მერიის ინფორმაციით, დოქის ქ. N9 -ში, ართვინის ქუჩის პირველ ჩიხსა და დავითაშვილის ქ. N40ა-ში მიმდინარეობს საყრდენი კედლის ხიმინჯების მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამივე ობიექტზე მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ჩაისხმება.

ჩუღურეთის რაიონში, ამ ეტაპზე, 8 მისამართზე გრუნტის დამჭერის საყრდნის კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის გამგეობამ 400 ათასი ლარით დააფინანსა.

2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე