ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:22 | 10.07.2026
ნანახია: 24

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეფასებასაც არ იმსახურებს. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აქტიდან შესაბამის დასკვნები იქნება გამოტანილი.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, ასეთი დოკუმენტები არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიის, არამედ, ზოგადად, ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე