კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
საქართველო, თბილისი - 16:48 | 02.06.2026 ნანახია: 414
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას ეხმიანება. მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძის ანგარიში კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონაა.
„მინდა გამოვეხმაურო ბატონი ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ტყუილების ანგარიშს.
კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირმა გააჩერა ინსტიტუციური თანამშრომლობა; ის ციტირებს 2025 წლის ნოემბრის წერილს, მაშინ როდესაც 1 წლით ადრე, 2024 ნოემბერში თვითონ კობახიძემ შეაჩერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ეს განცხადება ახსოვს მთელს საქართველოს.
კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ შენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიას პირველი გემები 6 წლის წინ უნდა მიეღო, რომ არა ივანიშვილის ოცნება. ნაცვლად ამისა, 6 წლის თავზე ვისმენთ, რომ მიმდინარეობს დაღრმავებითი სამუშაოები - ის რაც კონსორციუმმა უკვე განახორციელა წლების წინ, როცა მოხდა 5 მილიონი კუბური მეტრი მიწის ამოტუმბვა.
6 წლის თავზე, კობახიძე გვპირდება იმას, რაც 7 წლის წინ უკვე გაკეთდა. რასაკვირველია, ნორმალური ადამიანი სერიოზულად ვერ მოეკიდება კობახიძის საუბარს ანაკლიაზე. ან რა პორტზეა საუბარი, როდესაც პორტამდე მისასვლელი გზაც კი არ არსებობს. სიმართლე არის ის, რომ ამ რეჟიმის პირობებში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს, რადგან ეს რეჟიმი ემსახურება რუსულ ინტერესს და არა ქართულ ინტერესს.
კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%-მდეა. სრულიად გაუგებარია, თუ ვის მიეწერება ეს გამოთვლა, რადგან ევროკავშირი ერთადერთ ასეთ გამოთვლას აწარმოებს, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკის თანხვედრას და რომელშიც ქოცებს აქვთ ყველა დონის ყველაზე დაბალი და სამარცხვინო 40% და არა 80%
კობახიძე ამტკიცებს, რომ გრძელდება მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის მიმართულებით, მაშინ როცა მისივე რეჟიმის მთავარი ექს-პროპაგანდისტიც კი ამბობს, რომ უცხოური ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში.
2025 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 1.68 მილიარდი, მაგრამ აქედან 1.4 მილიარდი იყო რეინვესტიცია. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ახალი ფული და ახალი უცხოური ინვესტიცია ამ ქვეყანაში არ შემოდის - ესაა აქ მოქმედი უცხოური კომპანიების რეინვესტიციები
კობახიძე ამბობს, რომ 233 880 ბავშვი სარგებლობს ყოველთვიური შემწეობით; თუმცა, ის აღარ ახსენებს, რომ მისმა ხელისუფლებამ, მისივე აღიარებით, 2022-2026 წლებში 30 000 ფიქციური სამუშაო ადგილის შექმნაში გაფლანგა 376 მილიონი ლარი. დიახ, მშიერი და სოციალური დაუცველი ბავშვების დახმარების მაგიერ!
კობახიძე ამბობს, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიზნით; მაშინ როდესაც ნატო ჯერ კიდევ სამი წლის წინ უკვე ამბობდა, რომ საქართველო არ ასრულებს არცერთ ვალდებულებას და საკვანძო რეფორმას, რაც აუცილებლად მოეთხოვება ასპირანტ ქვეყანას.
ასეთია კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა. ღირსეულმა ქართველმა ერმა სულ მალე საკადრისი პასუხი უნდა გასცეს ქრონიკულ ცრუპენტელებს, რომლებმაც საკუთარ ეგოს შესწირეს ამ ქვეყნის რეპუტაცია, სტაბილურობა, კეთილდღეობა და მილიონობით ქართველის ბედი”, - აღნიშნა გეგელიამ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















