პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 16.03.2016
ნანახია: 1563

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. სამშენებლო კომპანიამ ერთი დღის განმავლობაში, ჩამონგრეული კედლის ნაცვლად ახალი დამცავი ფენა მოაწყო. აღდგა საავტომობილო მოძრაობა და პუშკინის ქუჩის გაფართოების სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.  

მოძრაობის შეზღუდვა გუშინ გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გამოიწვია. ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა.

კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე