მუქარა და შეურაცხყოფა! - ცოცხალი სასაკლაო „მედინაში“ - ჟურნალისტ ნაირა ქობულაძის შემზარავი ისტორია
საქართველო, თბილისი - 18:58 | 15.03.2016 ნანახია: 42259
„პრაიმნიუსჯორჯია“ ბათუმში მცხოვრები ჟურნალისტის ნაირა ქობულაძის შემზარავ ისტორიას გაგაცნობთ, რომელიც სოციალურ ქსელში თავად დაზარალებულმა დაწერა. ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს... ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.
„დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა, რადგან არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვების შეწუხება, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. ჩემო საყვარელო მეგობრებო! ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება, განსაკუთრებით ჟურნალისტების, ადვოკატებისა და არასამთავროების.
შევეცდები მოკლედ გადმოვცე ჩემი გასაჭირი... ამჯერად დედაჩემი იმყოფება რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაში, იშემიური ინსულტის დიაგნოზით. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის ასე დამძიმება კი გამოიწვია „მედინას“ მედ-პერსონალის არადამიანურმა და არაკომპეტენტურმა დემოკიდებულებამ. რაც მე იქ ვნახე და განვიცადე, ალბათ საშინელებათა ფილმებშიც კი არ ხდება.
არ ვიცი საიდან დავიწყო... სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფები. მოკლედ, 7 მარტს დაახლოებით საღამოს 6 საათზე, დედაჩემი გადაიყვანეს 250 წნევით „მედინაში“. სასწრაფოს ექიმმა ეგრევე მითხრეს, რომ ინსულტი იყო და აუცილებელი იყო მისი გადაყვანა. მე, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი „მედინაში“ გადაყვანაზე, რადგან ბევრი ცუდი მსმენია ამ საავადმყოფოს შესახებ, მაგრამ მხოლოდ იქ მუშაობდა კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი და სხვა გზა აღარ დამრჩა. ჩემი არაერთი გზის მოთხოვნის მიუხედავად, კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადაუღეს, განმიცხადეს, რომ არ იყო ინსულტი და ვერ ხედავდნენ ტომოგრაფიის გადაღების აუცილებლობას, ასევე მითხრეს, რომ მე არ ვარ ექიმი და ხელს ვუშლი მუშაობაში და გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დაახლოებით ღამის პირველ საათამდე მეუბნებოდნენ, რომ მდგომარეობა სტაბილურია და რამოდენიმე საათში სახლში წავიყვანდი ავადმყოფს. ბოლოს გამოვიდა ექიმი და მითხრა, რომ შემეძლო ავადმყოფის სახლში წაყვანა. დედაჩემთან შესული კი შოკში ჩავარდი, ვერ აზროვნებდა, ვერ მიცნო, ვერ ლაპარაკობდა. ფეხზე ადგომასა და სახლში წაყვანაზე, ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
რა თქმა უნდა, მოვთხოვე ექიმს მიექციათ ყურადღება, რადგან ამ მდგომარეობაში სახლში როგორ მატანდნენ. რაზეც მიპასუხეს, რომ იტყუებოდა, არაფერი არ ჭირდა და მე ეს სცენა, იმიტომ მოვაწყვე, რომ უფასოდ მინდოდა ტომოგრაფიის გადაღება და ამის გარდა, არაერთი შეურაცხყოფა მომაყენეს. რის შემდეგაც ბუნებრივია არც მე დავაკელი პასუხი და გამოიძახეს დაცვა, რომ გავეთრიე გარეთ, როგორც ექიმმა უთხრა.
ვინც მიცნობს, იცის რომ არც ასე ადვილია ჩემი შეშინება და მითუმეტეს არც გარეთ გათრევა, თან როცა საქმე დედაჩემის სიცოცხლეს ეხება... თუ არ გავიდოდი დამემუქრნენ, რომ გამოიძახებდნენ საპატრულო პოლიციას, თუმცა ვერ გაბედეს ამის გაკეთება, რადგან მოუწევდათ აეხსნათ როგორ მატანდნენ მომაკვდავ ადამიანს სახლში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვაიძულე რომ გადაეყვანათ ტომოგრაფიის გადასაღებად, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა განმიცხადეს, რომ მე მამაკაცები არ მახლდა გევრდით, არ დამეხმარებოდნენ და იხალისებდნენ, თუ როგორ გადავიყვანდით ქალები ავადმყოფს და შეასრულეს კიდეც სიტყვა. ნუ როგორც იქნა გადაგვიყვანეს პალატაში და რომ ვიფიქრე, ახლა მიხედავენ და უშველიან-თქო, ნურას უკაცრავად, თურმე მთავარი წინ იყო. მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი ტაბლეტი ასპირინი დაალევინეს, ვენა ვერ ვნახეთ და გადასხმას ხვალ გავაკეთებთო, თერმომეტრი არ მომიტანეს და ორი საათის ჩხუბის შემდეგ პარაცეტამოლი ძვლივს მაღირსეს. ანუ, მე თვითონ უნდა გამეკეთებინა გადასხმიდან დაწყებული კათეტერის ჩადგმით დამთავრებული ყველაფერი. ძალიან რომ დამძიმდა მდგომარეობა, მორიგე ექიმმა განმიცხადამ, რომ ის არ არის ვალდებული ეს ყველაფერი გაეკეთებინა, რადგან დილით მოვიდოდა მკურნალი ექიმი და ის დაუნიშნავდა წამლებს და ეს დილა იქნებოდა სადღაც 11-12 საათი, ვინაიდან 8 მარტი თენდებოდა და ადრე არ მოვიდოდნენ ექიმები.
იძულებული გავხდი, რომ გადამერჩინა დედა და გადავიყვანე რეფერალურ საავადმყოფოში, თუმცა დიდი დრო დაიკარგა და თან არც ტრანსპორტირება შეიძლებოდა სამწუხაროდ. აქ დაიწყო ამ ჯოჯოხეთური ისტორიის შემდეგი ეტაპი, ვინაიდან რეფერალურში ტომოგრაფიის აპარატი არ მუშაობს, უნდა მომეტანა ის, რომელიც მედინაში გადაუღეს, რათა შესაბამისი წამლები დაენიშნათ. ავედი 8 მარტს და უარი მითხრეს, დასვენების დღეა და ექიმი არ მოვა. ავედი დღეს და განმიცხადეს, შენ აქ იჩხუბე, ცუდად მოიქეცი და დასჯილი ხარ, ვერ მიიღებ ტომოგრაფიასო.
მე არ ვაპირებდი ამ ამბის უყურადგებოდ დატოვებას, მაგრამ ამ ეტაპზე დედის მდგომარეობის გამო არც ფიზიკურად და არც სულიერად არ შემეძლო ამის გაკეთება. მაგრამ დღეს ბოლო წვეთი იყო. სამი საათი დამაყოვნესვნეს მედინაში, დავდიოდი ერთი კაბინეტიდან მეორეში. ბოლოს შევედი დირექტორთან, ჯუმბერ უნგიადძესთან, დავწერე მის სახელზე განცხადება და ვთხოვე ამ ამბის გამოდძიება და რეაგირება. მართალია დამპირდა რომ ერთი კვირის განმავლობაში გაარკვევდა ყველაფერს და პასუხს შემატყობინებდა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს რომ სატანების ბუნაგში ასე მარტივად იზეიმოს სამართალმა და დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯნონ. ასე რომ ხდებოდეს მედინაში, მაშინ მსგავს ფაქტებს იქ ადგილი არ ექნებოდა. და ამდენი თეთრხალათიანი მკვლელი იქ თავისუფლად და დაუსჯელად არ იბოგინებდა. ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა სხვა ადმიანები არ აღმოჩნდნენ ჩემს მდგომარეობაში და ეს ვაიექიმები სათანადოდ დაისაჯნონ. სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა რაც გადავიტანე და რასაც განვიცდი ახლა. იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება დედა გარდამეცვალოს იმით, რომ ვიღაც ვიგინდარა და არაადამიანმა ექიმება ფეხებზე დაიკიდეს, ორმაგად მთრგუნავს. მინდა რომ ჩემი მეგობრები ჩემს გვერდით იყვნენ ამ ბრდზოლაში ვის როგორც შეუძლია. პირველ რიგში მჭირდება ადვოკატის კონსულტაცია და ის, რომ ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტებმა ეს ინფორმაცია საჯარო გახადონ. დიდ ბოდიშს გიხდით, ვიცი რომ დაულაგებლად დავწერე და აზრი ნათლად ვერ ჩამოვაყალიბე. მაგრამ საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფები. მადლობას გიხდით ყველას წინასწარ“, - წერს ჟურნალისტი ნაირა ქობულაძე.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















