ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 15.03.2016
ნანახია: 1501

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა გადადგომას არ აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა,
სტუდენტების მხრიდან მისი კაბინეტის დაკავების შესახებ დაცვის თანამშრომლებისგან შეიტყო.
,,უნივერსიტეტის ერთიანობის შესანარჩუნებლად, მე ჩემს პოზიციაზე ვდგავარ> ვნახოთ, დამატებით ინფორმაციას მივიღებ", - განაცხადა პაპავამ.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტი დაიკავეს და ჟურნალისტების გარდა არავის უშვებენ. თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შენობაში მხარდამჭერები უკანა კარიდან დღეს დილიდან შეყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ კართან პოლიცია იდგა, ახალგაზრდების შეჩერება მათ ვერ შეძლეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე