ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად ქალაქის ნაგვისგან დაცლა დღეში 3-ჯერ ხორციელდება

საქართველო, თბილისი - 14:31 | 15.03.2016
ნანახია: 1510

ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად ქალაქის ნაგვისგან დაცლა კვლავინდებურად დღეში 3-ჯერ ხდება. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმში არაერთხელ დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში დაყრის ფაქტი მაშინ, როცა სანაგვე ურნებს შორის მანძილი მხოლოდ 50-100 მეტრია.

„ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შესაძლებელია ურნების გაცლის პროცესი შეფერხდეს, თუმცა, გრაფიკით გათვალისწინებული შემოვლები ჩავარდნის გარეშე ხორციელდება. ქალაქის ტერიტორიაზე სანაგვე ურნების დაცლა დღეში სამჯერ, დილის 5-დან 7 სთ-მდე, 12-დან 14სთ-მდე და 18-დან 23 სთ-მდე ხორციელდება.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება, არ დაანაგვიანონ ქუჩები და თავიანთი წვლილი შეიტანონ სუფთა ქალაქის შენარჩუნების საქმეში”, აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე