თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ

საქართველო, თბილისი - 13:33 | 15.03.2016
ნანახია: 1527

თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ.

ისინი ლადო პაპავას გადადგომას ითხოვენ. თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. მის მხარდასაჭარად უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებმა განცხადებაც გაავრცელეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის შენობაში მისი მხარდამჭერები უკანა კარიდან დღეს დილიდან შეყავდათ. ბოლო ნაკადი მათ რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანა კართან პოლიცია იდგა, ახალგაზრდების შეჩერება მათ ვერ შეძლეს. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე