პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 15.03.2016
ნანახია: 2633

პროკურატურა ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს:

,, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაკავებულები არიან ბრალდებულის სახით, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ფაქტზე, და არა მათი ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტზე როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს. მათი დაკავებისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა უახლოეს ხანში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, - ნათქვამია განცხადებაში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე