არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 17:05 | 22.11.2024 ნანახია: 5741
ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება „თეგეტა მოტორსის“ საკომუნიკაციო მესიჯიც „არ მოატყუო ზამთარი“ და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცივ დღეებში ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილში ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაა, რადგან ხარისხიანი და სწორად შერჩეული ანტიფრიზი იცავს ძრავს გადახურებისგან, აგრეთვე უზრუნველყოფს გაგრილების სისტემის შეპოხვას და იცავს მას გაყინვისგან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზის დროული შეცვლა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შემოწმებისას? – ამის შესახებ უფრო დეტალურად „თეგეტა მოტორსის“ საცხებ საპოხი მასალების მიმართულების უფროსი ოფიცერი მირზა სამხარაძე გვესაუბრება.

პირველ რიგში, გვითხარით, რა ფუნქციას ასრულებს ანტიფრიზი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ავტომობილის გამართულად მუშაობაში?
ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის ზრდის ძრავის სითბურ სიმძლავრეს, იცავს გადახურებისგან ცხელ ამინდში, ხოლო გაყინვისგან - ზამთარში, რაც უზრუნველყოფს ძრავის გამართულად მუშაობას ნებისმიერ ამინდსა და პირობებში. გარდა ამისა, ანტიფრიზს კოროზიისა და ნალექისგან დაცვის ფუნქციაც აქვს. კარგი ხარისხის ანტიფრიზი შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომლებიც იცავს ძრავის ნაწილებს კოროზიისგან, ჟანგვისგან და მინერალების ნალექის დაგროვებისგან, რაც ხელს უწყობს ძრავის უფრო ხანგრძლივად მუშაობასა და გაგრილების სისტემის სისუფთავეს. თანამედროვე ანტიფრიზები -37 C°-იდან -60 C°-ამდე ტემპერატურას უძლებს. ზამთარში ძრავის გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის ნაცვლად სხვა არაყინვაგამძლე სითხის ჩასხმა ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს.
რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი?
ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას, ძირითადად, შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე, ამოწმებენ. ძირითადად, ანტიფრიზი იცვლება 2-3 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. მაგალითად, თანამედროვე ავტომწარმოებლები ანტიფრიზის შემოწმება-შეცვლის რეკომენდაციას გარბენის მიხედვით იძლევიან.
ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად, სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები.გაგრელების სისტემაში აუცილებელია ჩავასხათ 50% იანი კონცენტრატი, როგორც ზაფხულის ისე ზამთრის პერიოდში.
რა პრობლემები შეიძლება, შეექმნას ავტომობილს, თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება?
ანტიფრიზი, როგორც აღვნიშნე, ძრავას იცავს ზაფხულში გადახურებისგან, ხოლო ზამთარში - გაყინვისგან. თუ ეს სითხე დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც შეიძლება, იყოს ძრავის სისტემის დაზიანება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მივყვეთ ავტომწარმოებლის რეკომენდაციებს და პერიოდულად ვამოწმოთ ანტიფრიზის მდგომარეობა. მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფერთან ერთად გათვალისწინებული იყოს ავტო მწარმოებლის მოთხოვნები. ანტიფრიზი შესაძლოა იყოს სხვა და სხვა ფერის. მისი ერთ ერთი დამატებითი ფუნქციაა ანტიფრიზის გაჟონვის შემთხვევაში მარტივი ხარვეზის დიაგნოსტირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.
რა სერვისებს სთავაზობს თეგეტა მოტორსი მომხმარებელს ამ მიმართულებით?
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ შოპზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ანტიფრიზები, მათ შორის არის პრემიუმ ბრენდი Shell, ფრანგული Motul, გერმანული Driver და ლიეტვური Lesta. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები კი დაგეხმარებიან, თქვენი ავტომობილის მოდელისა და მწარმოებლის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო პროდუქტის შერჩევაში. გარდა ამისა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შესაძლებელია ანტიფრიზის რესურსის უფასოდ შემოწმება წლის ნებისმიერ დროს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















