ერგნეთში მორიგი შეხვედრის მთავარი თემა ოკუპანტების მიერ ჯარიაშენში ადგილობრივების ბაღებზე გზის გაყვანა იქნება

საქართველო, თბილისი - 09:56 | 15.03.2016
ნანახია: 2236

რუსი ოკუპანტების მიერ ჯარიაშენში ადგილობრივების ბაღებზე გზის გაყვანა იქნება დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს, ასევე ბოლო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს.

პარალელურად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები დაიწყო. არტილერისტებთან ერთად წვრთნებში მოტომსროლელთა და სატანკო, ასევე საზენიტო და სატანკო ქვედანაყოფები და ავიაცია მონაწილეობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე