გიორგი მარგველაშვილი: ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას
საქართველო, თბილისი - 18:00 | 14.03.2016 ნანახია: 2537
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ, ვისაც აშანტაჟებენ, დაიცავს. გიორგი მარგველაშვილის თქმითვე, მუქარის თითოეულ ავტორს იპოვიან. პრეზიდენტმა საზოგადოებასაც მიმართა, რომ კადრების ნახვისა და გავრცელების პროცესში არ ჩაერთონ. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო "მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია" და კოორდინირებულად მუშაობს.
"პირველ რიგში, მინდა, მივმართო მათ, ვისაც ემუქრება შანტაჟით ეს ბნელი ძალა - ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა და მსოფლმხედველობისა - მე ვდგევარ თქვენ გვერდით, მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები მათ მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს. ამის საბუთად შემიძლია, საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალშიც და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაცა უაზრო შავბნელ სტიგმას.
ახლა მინდა, მივმართო იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ დააშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და საზოგადოება. თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი. მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას - ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფლება ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ამ ამაზრზენ ვიდეოებს (ამაზრზენს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ, რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი და ავადმყოფური), ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების.
მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერმინისტრთან, ძალოვანებთან - მთელი სახელმწიფო სისტემა მთელი თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. ეფექტი ნამდვილად იქნება. რა თქმა უნდა, შეიძლება, ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას, რომ "ვიღაცა ფიქრობს, რომ ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს", რომ "ამით პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას", რომ "ეს ჩვენ შეიძლება, გვაინტერესებს", რომ "მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება, ამაში ჩავერთოთ", ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი - მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არა მარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ღიად დაგმობის და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით.
დღეს ვხვდები საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ერთად ვიფიქროთ - რანაირად მოვიგოთ არა მხოლოდ ბრძოლა კრიმინალთან, არამედ ბრძოლა ამ კრიმინალურ მენტალიტეტთან, რომელიღაც ადამიანების თავში როა და ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული, ის ნაძირლები, ვინც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას, დამარცხდებიან და სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დაისჯებიან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"ამ კადრების ხელშეუხებლობის გამო, თქვენ უარი თქვით სამართლიანობის აღდგენაზე და ხელი დააფარეთ ნაცმოძრაობის სისხლიან რეჟიმს. 31 მარტამდე თუ არ წახვალთ პოლიტიკიდან, დაიდება ახალი კადრები, რათა პოლიტიკური ასპარეზი გასუფთავდეს", - წერს მორიგი ფარული ვიდეოს გამავრცელებელი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















