„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 19:41 | 21.06.2024 ნანახია: 3772
ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს.
შეხვედრის მთავარი მიზანი მოსწავლეების დებატების ეროვნული ტურნირისთვის მომზადება იყო, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე გაიმართება და მასში ახალგაზრდები მთელი საქართველოს დებატკლუბებიდან იღებენ მონაწილეობას.
დებატების ეროვნული ტურნირი „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს ასევე მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „კლიმატური დაპირება“ .
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის” უმთავრესი საზრუნავი გარემოს დაცვაა, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. მიგვაჩნია, რომ დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით გარემოზე ზრუნვისთვის. ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ, პროექტი მათ გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა და უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ თემით. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე, რათა სამომავლოდ სწორედ თავად გახდნენ უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის ინიციატორები“.
დებატების ეროვნული ტურნირისთვის მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, მთელი საქართველოს მასშტაბით, 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეული საუკეთესო მოდებატეები კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზებენ. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელებენ თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებს 12 ივლისს საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ.
ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.
თინათინ ცერცვაძე, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) თავმჯდომარე: „დებატების ეროვნული ტურნირის მსგავსი პროექტები ემსახურება მოსწავლეებში განათლების დონის გაუმჯობესებას. ამ პროცესში „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან კომპანია მხარს გვიჭერდა მოზარდებთან მუშაობის პროცესში და გვეხმარებოდა ყველა იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრაში, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებთან იყო დაკავშირებული.
ძალიან შთამბეჭდავი იყო მოსწავლეებისთვის იმის აღმოჩენა, რასაც თეგეტა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით აკეთებს. მასალების მოძიებისა თუ ექსპერტებთან შეხვედრების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა დებატების დროს თავიანთ მსჯელობებში გამოიყენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა და კიდევ უფრო კარგად შეძლებენ ამ საკითხების თავიანთ ოჯახებში, თემსა და მთელს საზოგადოებაში სათანადოდ წარმოჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს რეალობაში“.
„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და განათლების ხელშეწყობა CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, კომპანიამ 2022 წელს შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება.
--
Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ორიენტირებულია ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, გადამუშავებაზე, შემდგომ კი მათ მართვაზე ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
პოლიტიკა
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
- ისრაელის საელჩო - 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს
- ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში მინისტრის მოადგილემ გააკეთა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- რუსეთი მკაცრად გავაფრთხილეთ, ირანს სადაზვერვო მონაცემები არ გადასცეს - სტივ უიტკოფი
- დღეს ირანზე მძიმე დარტყმები განხორციელდება, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ იმ ტერიტორიებსა და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სამიზნეებად არ განიხილებოდნენ - დონალდ ტრამპი
- შვედეთმა უკრაინის მიერ დასანქცირებული სატვირთო გემი დააკავა
- ირანის ლიდერების ორი ჯგუფი აღარ არსებობს, 32 გემი ჰყავდათ და ყველა ოკეანის ფსკერზეა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















