სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:30 | 09.02.2024 ნანახია: 1309
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატვიას ერთიანობის პლატფორმის დაფუძნების თაობაზე. ამის შესახებ მან კლინიკა "ვივა მედიდან" საქალაქო სასამართლოზე ჩართვისას ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, ის რომ სალომე ზურაბიშვილის ადგილას იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადმოიტანდა.
"მე მინდა მივესალმო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას. ერთადერთი, ჩემი აზრი არის ის, რომ ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალოდ ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებისაც, მათ შორის, იმისათვის, რომ შევიმუშავოთ კონკრეტული რაღაცები.
მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს არ გვაძლევს, უნდა იყოს კონკრეტული წინადადება, ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ. მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს არ გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უნდა უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები, ისევე როგორც, მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისადმი ჭკუის დარიგებას. უბრალოდ, გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში. შენობაში ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე სიარულს ცოტა, გვერდიდან როცა უყურებ, თავისუფლების მოედანი დაპატარავდა და სპეციალურად სივრცე შეამცირეს, იპოდრომი, სადაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი, რომლის გავსებაც შეგვიძლია, შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია და თუ ქალბატონი სალომე აიღებს ასეთ ინიციატივას, მხარს დავუჭერ, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















