იმგზავრე უსაფრთხოდ - "თეგეტა მოტორსის" რჩევები სატვირთო ავტომობილის მფლობელებს
საქართველო, თბილისი - 19:37 | 11.01.2024 ნანახია: 1692
უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა ავტომობილის შესაბამისად აღჭურვა და სათანადოდ გამართვა. პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, რადგან მძღოლებს ხშირად შორ მანძილსა და რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება.
სპეციალისტების აზრით, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე საყურადღებო დეტალის შემოწმება და ავტომობილის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლებიც ზამთარში სატვირთო ავტომობილით გადაადგილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბექა ბოჭოიძე, "თეგეტა მოტორსის" სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: "თოვლიან ან მოყინულ ზედაპირზე უსაფრთხო მოძრაობის დამატებითი გარანტი სწორედ „თოვლის ჯაჭვებია“ და ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება: მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უზრუნველყოფს დამატებით წევას და ამცირებს ჩაჭედვის ალბათობას, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სამთო გზაზე მოძრაობისას. ზამთრის რთულ პირობებში ის ხელს უწყობს სრიალისა და მოცურების თავიდან აცილებას, აუმჯობესებს აჩქარების, დამუხრუჭებისა და მობრუნების უნარს, ზრდის სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოებას“.
სატვირთო ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია საბურავის მდგომარეობა. ის ერთადერთი დეტალია, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს უშუალოდ ეხება. პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ წნევა საბურავებში, რათა ის არ გახდეს ცვეთის ზრდის მიზეზი. ასევე უმნიშვნელოვანესია საბურავების ვიზუალური დათვალიერება. თუ საბურავის პროტექტორი ცვეთის ინდიკატორამდეა დასული, მაშინ უმჯობესია, დროულად იზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
სატვირთო ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს აკუმულატორიც, რომელზედაც დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ბექა ბოჭოიძე, "თეგეტა მოტორსის" სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: „დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის რესურსზე უარყოფითად მოქმედებს. ცივ ამინდში მნიშვნელოვნად მცირდება აკუმულატორის ეფექტიანობა. ნელდება ქიმიური რეაქციები, რაც ელექტრული გამომუშავების შემცირებას იწვევს. ამან კი შესაძლოა საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფას ხელი შეუშალოს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად საგულისხმოა, სატვირთო მანქანების მფლობელები აკუმულატორის გამართულად მუშაობაში ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე დარწმუნდნენ“.
დაბალი ტემპერატურის პირობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის გამართული ფუნქციონირებაც. ის უზრუნველყოფს ძრავის მუშაობას ოპტიმალურ ტემპერატურულ დიაპაზონში. გაგრილების სისტემა გადამწყვეტ როლს ასრულებს საწვავის ეფექტურობისა და ძრავის კომპონენტების ცვეთის შესამცირებლად. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, რომ გაგრილების სისტემა პროფესიონალმა მექანიკოსმა შეამოწმოს, რადგან დროთა განმავლობაში გამაგრილებელი შეიძლება დაბინძურდეს და ეფექტიანობა დაკარგოს.

სატვირთო მანქანებისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ანტიფრიზის შემოწმებაც, განსაკუთრებით ზამთარში. ანტიფრიზი შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უშლის ძრავის გაგრილების სისტემაში წყლის გაყინვას. ის კოროზიის პრევენციაა, რადგან ინჰიბიტორებს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა ლითონსა და მასალას იცავს. ეს კი ძრავისა და რადიატორის გრძელვადიანი მუშაობისთვის აუცილებელია.
სატვირთო ავტომობილით უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის ყველა საჭირო პროდუქტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















