ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, მოკვდა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 27.12.2023
ნანახია: 1245

მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. 

24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი.

ცხოველი თბილისში გადაიყვანეს და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე