თეგეტა X ბაბალე - საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად „გიგოს ფონდისთვის“ 20 ათას ლარზე მეტი შეგროვდა
საქართველო, თბილისი - 17:26 | 11.12.2023 ნანახია: 2159
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, „თეგეტა ჰოლდინგმა“ და მისმა სატვირთო ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებამ, სოციალურ საწარმო „ბაბალესთან“ ერთად, „გიგოს ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლეს. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის მიზანი იყო დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლების მხარდაჭერა ფონდისთვის, ფინანსური რესურსების მობილიზებით.
საქველმოქმედო ღონისძიება ოფიციალურად „თეგეტასა“ და „ბაბალეს“ წარმომადგენლებმა გახსნეს. გაიმართა პრეზენტაცია „გიგოს ფონდი - ზრუნვის 5 წელი,“ რომლითაც ორგანიზაციის საქმიანობა შეჯამდა და აუდიტორია იმ მოზარდების ისტორიებს გაეცნო, რომელთა ცხოვრებაც ფონდმა შეცვალა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის კულმინაცია იყო აუქციონი, სადაც პროფესიონალი ხელოვანებისა და „ბაბალეს“ მხატვრების მიერ ერთობლივად შექმნილი 16 ნახატი გაიყიდა. ფერწერული ნამუშევრების შექმნაში ჩართულები იყვნენ: რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ქეთი მატაბელი, ზურა გომელაური, გია გუგუშვილი, მამუკა ცეცხლაძე, მაია აბაშიძე, ლია შველიძე, ნატო სირბილაძე, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, ნიკა მაჩაიძე და სხვები.

მხოლოდ ნახეტების გაყიდვით „გიგოს ფონდისთვის“ 15 ათასი ლარი შეგროვდა.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო განსაკუთრებული „ვეფხისტყაოსანი“ და წიგნის ვიზუალებით შექმნილი ნამუშევრები, „ბაბალეს“ ნივთები. ღონისძიებაზე შემოსული თანხები სრულად გადაირიცხა „გიგოს ფონდში“ და მოხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების საჭიროებებს.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოებაზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ და ორგანიზება გავუწიოთ ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ადამიანები უკეთესი ინკლუზიური გარემოსთვის გაერთიანებას შეძლებენ. დღევანდელი დღე იყო შესაძლებლობა, ჩვენი ზრუნვის პლატფორმის tegeta.care-ის იდეა გაგვეცოცხლებინა ფიზიკურ სივრცეში. მიზნად დავისახეთ, გაგვეერთიანებინა რესურსები იმ ბავშვებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გვიხარია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში ჩვენი მეგობრები, თანამშრომლები თუ პარტნიორები ჩაერთნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობით სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები გახდნენ“.
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ „თეგეტას“ პარტნიორები, კორპორაციული მომხმარებლები, საერთაშორისო პარტნიორები, „ბაბალეს“ მეგობარი კომპანიები და ფონდები.

ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „თეგეტას“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებასა და „ბაბალეს“ უკვე ერთწლიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ. გასულ წელს გავერთიანდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეგზავნა. სწორედ ასე გაჩნდა უნიკალური „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის იდეა. განსაკუთრებული „ვეფხისტყაოსნის“ პროექტი სწორედ საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა. დღეს „თეგეტა“ და „ბაბალე“ კიდევ ერთხელ გავერთიანდით, რათა გადაგვედგა ნაბიჯი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ. თითოეულ თქვენგანს გაქვთ საშუალება, თქვენი პატარა წვლილი შეიტანოთ ამ სასიკეთო საქმეში.“

„თეგეტა ჰოლდინგის“, მისი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების და „ბაბალეს“ თანამშრომლობით გასულ წელს შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის“ სრულიად განსხვავებული გამოცემა. წიგნი „ბაბალეს“ ახალგაზრდა მხატვრებმა დაასურათეს. სწორედ ეს გამოარჩევს მას „ვეფხისტყაოსნის“ ჩვენამდე მოღწეული ასეულობით ხელნაწერი თუ ბეჭდური ვერსიისგან.
„ბაბალე“ სოციალური საწარმოა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე სხვადასხვა ასაკის პირები არიან დასაქმებული. „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები მათი ხედვითა და ფანტაზიით შეიქმნა. პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მთავარი მიზნის – საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით განხორციელდა; გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაუნის სინდრომთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ.
ლია ტაბატაძე, სოციალური საწარმო „ბაბალეს“ დამფუძნებელი: საქველმოქმედო აუქციონისთვის ნახატები ქართველ მხატვრებთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებმა და ახალგაზრდებმა შექმნეს. ეს ჯადოსნური ტილოები ერთმანეთით შთაგონებულებმა დახატეს, რამაც ორივე მხარეს სიხარული, თავდაჯერება და ახალი გამოცდილება მოუტანა.
„თეგეტა“ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, როგორ უნდა მუშაობდეს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. მათთან თანამშრომლობით „ბაბალემ“ არაერთი პროექტი განახორციელა, მათ შორისაა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც. მნიშვნელოვანია მსგავსი მაგალითების და პრეცედენტების არსებობა, კერძო სექტორის გააქტიურება სოციალური მიმართულების სფეროში, რათა ერთად ვიზრუნოთ იმ სოციუმზე რომელ გარემოშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ. “

საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოზარდები არაერთი აქტივობაში ჩაერთნენ. მათ შორის კერამიკისა და ფანერის ვორქშოპში,მონაწილეობა მიიღეს ზალიკოს ხატვის მასტერკლასებში, დეკუპაჟისა და ფაზლების ვორქშოპსა და გამოჭრა/გაფერადების მასტერკლასებში. ღონისძიებაზე მოსული მოზარდებისთვის ზღაპრების კუთხეც მოეწყო.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















