Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში
საქართველო, თბილისი - 13:45 | 01.12.2023 ნანახია: 1954
Euromoney-იმ 2023 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა საქართველოში.
1992 წლიდან Euromoney-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა საბანკო და საფინანსო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენასა და აღიარებას, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.
წელს განსაკუთრებული ყურადღება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას დაეთმო. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დასახელდა.
საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, როგორებიცაა განათლების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.
ამ კუთხით, ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის, განათლების მიმართულებით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს.
ფინანსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნაა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს. ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 8 რეგიონში უკვე 20 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-მე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ასევე, იდეათეკებში შექმნილია STEM კუთხეები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღების შესაძლებლობას.
ამასთან, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება სამი - ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში.
საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ბანკმა სულ ახლახან, სასტიპენდიო პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, 14 პარტნიორ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული პრიორიტეტული მიმართულებით სწავლისას. პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.
ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებისა და STEM მიმართულებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM-ის ონლაინ სკოლის პროექტს ახორციელებს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს სხვადასხვა ოლიმპიადას, განათლების ფესტივალს, გამოფენასა თუ ჰაკათონს. წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველო ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა.
ეს საქართველოს ბანკის პორტფოლიოში არსებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭრას, ყოველწლიურად იზრდება განხორციელებული პროექტების მასშტაბები და იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლისთვისაც საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს ქმნის.
საქართველოს ბანკი არ ჩერდება და სფეროს ექსპერტებთან გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობის შედეგად მრავალი ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















