მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი ქვეყანაა, რომლებსაც სურთ, ერთდროულად ისხდნენ ორ ან მეტ სკამზე, ემსახურონ რამდენიმე ბატონს, ერთ-ერთი მათგანია სომხეთი - ილჰამ ალიევი

საქართველო, თბილისი - 16:35 | 24.11.2023
ნანახია: 1237

მსოფლიოში ბევრი წარუმატებელი, დამოკიდებული ქვეყანაა, რომლებსაც სურთ, ერთდროულად ისხდნენ ორ ან მეტ სკამზე, ემსახურონ რამდენიმე ბატონს, ერთ-ერთი მათგანია სომხეთი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ამ ქვეყნებს ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით დამოუკიდებელს ვერ ვუწოდებთ. ასეთი ქვეყნების პოლიტიკა არ არის დამყარებული ხალხის ნებაზე, მათი ბედი უცხოელი სპონსორების ხელშია. ხოლო SPECA-ს წევრი ქვეყნები მართლაც დამოუკიდებელი ქვეყნებია, რადგან ისინი ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკას“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე