Black Friday „ავტო გალერიში “ - 50 000 ლარამდე ფასდაკლება ელექტრომობილებზე
საქართველო, თბილისი - 14:53 | 20.11.2023 ნანახია: 2039
ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. მსოფლიო ავტოინდუსტრიის ბრენდები ამ ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებენ და შედეგიც აშკარაა - წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისია.
საავტომობილო ინდუსტრიაში ეს გარდატეხა მოულოდნელი არ ყოფილა. ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს ემყარებოდა: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.
„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სწრაფად მოერგო ტენდენციას და უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ელექტრომობილების პოპულარიზაცია და მომხმარებლებში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ამ მიზნის გათვალისწინებით, „ავტო გალერის“ მომხმარებლები ელექტრომობილებზე განსაკუთრებული შეთავაზებებით ხშირად სარგებლობენ. გამონაკლისი არც Black Friday-ა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შერჩეულ ელექტრომობილებზე 50 000 ლარამდე ფასდაკლება იმოქმედებს.

შეთავაზება ეხება სწორედ იმ მოდელებს, რომლებზეც მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა მაღალია და განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა. საუბარია 20-ამდე ბრენდის მოდელზე, მათ შორის არის Tesla Model 3, Polestar 2 და Polestar 2 Performance, Honda NS1, Toyota Corolla Hybrid და სხვები.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის” მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ავტო გალერი“ მომხმარებელს „შავ პარასკევს“ განსაკუთრებულ აქციებს ყოველ წელს სთავაზობდა. თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებულია - წელს გადავწყვიტეთ, გამორჩეულად დასამახსოვრებელი კვირეული მოგვეწყო. შევარჩიეთ 20-ამდე ავტომობილი, რომლებზეც 50 000 ლარამდე ფასდაკლება გავრცელდება. ავტომოყვარულებს საშუალებას ვაძლევთ, ამ ფასდაკლებებით არა მხოლოდ ერთი დღით, არამედ ერთი კვირის განმავლობაში ისარგებლონ. ავტომობილის შეძენა მარტივი გადაწყვეტილება არ არის, ამიტომ მომხმარებელს მოსაფიქრებლად ხანგრძლივ დროს ვაძლევთ მათივე კომფორტისთვის“.
„ავტო გალერის“ სპეციალური შეთავაზება 20-იდან 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. თანამედროვე ელექტრომობილების შერჩევა კომპანიის შოურუმშია შესაძლებელი, სურვილის შემთხვევაში კი მომხმარებლები ტესტდრაივით სარგებლობასაც შეძლებენ.
„შავი პარასკევის“ ფასდაკლებით სარგებლობა შეეძლებათ როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. მნიშვნელობა არ აქვს, თანხა სრულად გადაირიცხება თუ საბანკო განვადების გზით. უპრეცედენტო აქცია „ავტო გალერის“ ყველა მომხმარებელზეა გათვლილი.
-----
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილებიც შემოჰყავს. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















