დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს „ქართული ლეგიონის” ორი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 16.11.2023
ნანახია: 1595

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი – რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლთა „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

„დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს“, – წერია სოციალურ ქსელში „ქართული ლეგიონის“ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე