16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი

საქართველო, თბილისი - 18:51 | 15.11.2023
ნანახია: 1308

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს, დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

ამასთან, მაღალმთიან რეგიონებში ნავარაუდევია თოვლი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია ოთხ-ხუთბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე